Best Builder

Best Builder – ხის კოტეჯები კომფორტისა და ბუნებასთან ჰარმონიისთვის
Best Builder ქმნის მაღალხარისხიან ხის კოტეჯებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივ სილამაზეს, მდგრადობას და ენერგოეფექტურობას. ჩვენ ვაშენებთ ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე მუდმივი ცხოვრებისთვის.ჩვენი კოტეჯები მზადდება მაღალი ხარისხის დამუშავებული ხისგან, რაც უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს, თბოიზოლაციას და მდგრადობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სამშენებლო მეთოდებს, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ გამორჩეული დიზაინის, ფუნქციური და ესთეტიკურად სრულყოფილი კოტეჯები.
Best Builder გთავაზობთ სრულ სამშენებლო სერვისს – ფუნდამენტიდან გადახურვამდე. 
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება, ხარისხი და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
Best Builder – ვაშენებთ მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა სახლებს თქვენი კომფორტისთვის!

01

ფუნდამენტის მოწყობა

კოტეჯის სიმყარესა და მდგრადობას განსაზღვრავს სწორად შერჩეული საძირკველი. ჩვეულებრივ, გამოიყენება ბეტონის პილონები, ბლოკის საძირკველი ან ხის სვეტები, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და ნიადაგისგან დაცვას.

02

კარკასის აწყობა

ამ ეტაპზე მონტაჟდება ხის ძირითადი კონსტრუქცია, რომელიც მოიცავს კედლების, სვეტების, კოჭებისა და გადახურვის ელემენტებს. ხის მასალა წინასწარ მუშავდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა და ხანგრძლივობა.

03

გადახურვის მოწყობა

კოტეჯის დაცვა კლიმატური ზემოქმედებისგან მნიშვნელოვანია, ამიტომ სახურავი ეწყობა გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალით, როგორიცაა ხის ფიცრები, მეტალოკრამიტი ან შინგლი. მონტაჟდება თბო და ჰიდროიზოლაცია.

04

საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა

მოეწყობა ელექტროგაყვანილობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობის სისტემა. ეს ეტაპი უზრუნველყოფს კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს და ამზადებს კოტეჯს შიდა მოპირკეთებისთვის.